მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ China Eastern Airlines-ის მიერ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისების შესრულება იქნება მათი კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ოპერირების დაწყება საქართველოში იქნება მათი კომერციული ოპერირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს.

„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რომელსაც მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში და მათ შორის დღევანდელი დღეც სიმბოლურია, რადგან თქვენი ძალისხმევით, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ერთად ვზეიმობთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე

10.08.2026.20:50

„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა