დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის l უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა როქსანა ნესორმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ ფორმატის ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს ორივე ქვეყანას, გაცვალოს ინფორმაცია საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობთ, ასეთი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ თანამშრომლობის პოტენციალი უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ასევე, გავაცნოთ ქართველ პარტნიორებს უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობები. ეს არის საუკეთესო პლატფორმა ინფორმაციის გასაზიარებლად და იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ თანამშრომლობა უზბეკურ კომპანიებთან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის“ - განაცხადა როქსანა ნესორმა.
საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და საფრანგეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა - სტატისტიკა
01.07.2026.13:00
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და საფრანგეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კლება განიცადა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 140,106.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.88%-ით ნაკლებია.
სავაჭრო ბალანსში ტრადიციულად იმპორტი ჭარბობს, თუმცა შემცირება დაფიქსირდა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით.
საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან საფრანგეთში 15,439.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (19,645.4 ათასი დოლარი) 21.41%-ით ნაკლებია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო საფრანგეთში ახდენს:
რაც შეეხება საფრანგეთიდან საქონლის შემოტანას, კლების ტენდენცია აქაც დაფიქსირდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 124,666.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (129,212.0 ათასი დოლარი) შედარებით 3.52%-იანი კლებაა.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო საფრანგეთიდან ახდენს: