დავით კოდუა: „გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან, ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!"
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
„დღეს, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებთან ერთად, სოფელ ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე გავმართეთ.
საოცარი ენერგია და მხარდაჭერა მოდის მოქალაქეებისგან.
გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!
ამ სოფელში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, სკოლა, ბაღი, გზები, ამბულატორია - ეს პროექტების არასრული ჩამონათვალია. რამდენიმე შიდა ქუჩაზე გზა მოსაასფალტებელია, რასაც წინასწარ დაგეგმილი პროექტით განვახორციელებთ!"-აცხადებს კოდუა.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.