დავით კოდუა მოქალაქეებს: მადლობა, რომ სწორად საზღვრავთ ამ ქვეყნის მომავალს და ირჩევთ ძალას, რომელმაც ამ ქვეყანას 12 წლიანი მშვიდობიანი განვითარება მოუტანა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დავით კოდუა დღეს, დიდინეძისა და დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.
,,ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ: საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გაზიფიცირების, გარე განათების, ჭაბურღილების მოწყობის მიმართულებით. სოფელში უახლოეს პერიოდში დაიწყება ბუნებრივი აირის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც. დაგეგმილია სოფლის სკოლისა და ბაღის სრული რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება.
ძალიან ლამაზი სოფელია, მშრომელი და ერთგული ხალხით – მადლობას გიხდით თითოეულს ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ სწორად საზღვრავთ ამ ქვეყნის მომავალს და ირჩევთ ძალას, რომელმაც ამ ქვეყანას 12 წლიანი მშვიდობიანი განვითარება მოუტანა" – აცხადებს კოდუა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826