მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დავით ნარმანიამ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ დებატების ახალი პროექტი გახსნა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით 900-მდე საჯარო სკოლის მოსწავლე. სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ დებატების ახალი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოსწავლეებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობასა და სადებატო თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მისასალმებელია, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში, მოდებატეებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების შესახებ სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული ყველა იმ რესურსზე, რომელსაც ეფუძნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არაერთი განვითარებული ქვეყნის ენერგეტიკული მომავალი. სემეკი მაქსიმალურად ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ენერგეტიკის საკითხებით. ვიმედოვნებ, რომ სადებატო თემა იქნება მონაწილეებისთვის საინტერესო, მათ ცენტრის მოწვეული ლექტორებისა და სემეკის წარმომადგენლების მიერ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ყველა აქტუალურ საკითხზე“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენელი, მაიკო ჩიტაშვილი. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დებატებში მონაწილე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით დებატები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეების, დებატების კლუბების წარმომადგენელთა ჩართულობით. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დებატების კლუბების მონახულება მუშაობის პროცესში ქ. ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა