მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

დავით ნარმანიამ UNICEF-ის პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექციები წაიკითხა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაიკითხა.
საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთა ინტერსების სფეროს წარმოადგენს ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ბავშვთა უფლებები.
დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, ამასთანავე მან ისაუბრა პროექტებზე, რომელსაც სემეკი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების განათლებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით.
ბათუმსა და ქუთაისში საჯარო ლექციები ჩატარდა პროექტის - ,,წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ ფარგლებში, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით.
პროექტის - ,,წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელ წყალთან, გარემოსთან, ჰაერის შიდა დაბინძურებასთან და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ახალგაზრდებში ქვეყნის წყლის რესურსებზე ზრუნვის, დაცვის იდეის განმტკიცება.
პროექტი ხორციელდება ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. პროექტში ჩართულია 40 სკოლის 650 მოსწავლე, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი

06.07.2026.20:28

"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა