მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დავით სონღულაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული თხილის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, ფერმერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობასა და დარგში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„საუბარი ასევე შეეხო აგროდაზღვევის მექანიზმებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, მავნებელ-დაავადებებთანბრძოლის ეფექტიან ღონისძიებებსა და მაღალკვალიფიციური აგრონომების საჭიროებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და დარგის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის გაძლიერება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დარგის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფო პროგრამებმამნიშვნელოვანი როლი ითამაშა თხილის სექტორის გაძლიერებაში და ხელი შეუწყო სამრეწველო ბაღების განვითარებას.

„ბოლო წლებში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა თანამედროვე, სამრეწველო ტიპის ბაღების რაოდენობა და გაძლიერდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. ამ პროცესში სახელმწიფო პროგრამებმა დიდი როლი შეასრულა, თუმცა დარგის განვითარებასთან ერთად იცვლება საჭიროებებიც. მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის მექანიზმები მეტად იყოს ორიენტირებული თანამედროვე მეურნეობების მოთხოვნებზე, რათა სექტორმა საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს“, - განაცხადა მეთხილე-ფერმერთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შეროზიამ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თხილის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც ექსპორტის რაოდენობის, ისე მიღებული შემოსავლების მიმართულებით. თხილი კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად, რომლის ძირითადი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა