დეილი ჯგუფი FMCG ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი, რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა | Galt & Taggart
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
„2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი - საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24% - ირაკლი კობახიძე
07.10.2026.11:45
სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი - საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%.
„მთლიანობაში, რომ შევეხოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორს, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი. საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა. ზრდა არის 13%. საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში 11,8 მლნ ტონა, ზრდა არის 3%. საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არის 33,6 ათასი ტონა. ზრდამ შეადგინა 30%. ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა", - განაცხადა პრემიერმა.