მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების 28,6 მლნ დოლარით ზრდა პოზიტიური ნაბიჯია და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის ნიშნები - ლადო პაპავა 

news image
mbc image

საერთაშორისო რეზერვების ზრდა 28,6 მლნ დოლარით, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ნაბიჯია, - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, დეკემბერში სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 28.6 მილიონი დოლარით ზრდას და რომლის მიხედვითაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს. 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარმართავს სებ-ი თავის პოლიტიკას და თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს. რეზერვების შევსება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა მისი შევსება თვითმიზანი არ არის. რეზერვები საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური არასტაბილური მდგომარეობა აიცილოს. აღარ ვსაუბრობ კრიზისებზე. ასევე თავიდან აიცილოს შესაძლო შოკები და აქედან გამომდინარე, რეზერვები გამოიყენება სწორედ იმისთვის, რომ ბაზარზე შენარჩუნებული იქნეს გაცვლითი კურსს მეტ-ნაკლები სტაბილურობა. ის, რომ სებ-მა სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება დეკემბერში რეზერვების ზრდას 28,6 მლნ დოლარით, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის ნიშნები, რამაც ხელი შეუწყო სებ-ს, რომ ამ თანხით გაეზარდა რეზერვები. რა თქმა უნდა ეს პოზიტიურია“, - აცხადებს აკადემიკოსი.

ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ის პატარა რყევები, რაც ლარის კურსთან მიმართებაში არსებობს ამ დროისათვის სებ-ის ჩარევას არ საჭიროებს, რადგანაც ის გამოწვეულია არა ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ პოლიტიკური დაძაბულობით. 

„სებ-ს პულსზე უჭირავს ხელი და პერიოდულად მისი ჩარევა აუცილებელია. თუმცა, დღეს რაც ლარს სჭირს ეს არ არის გამოწვეული ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემებით. ამიტომ ასეთ მცირე გაუფასურებებზე სჯობს, რომ სებ-მა დროებით შეიკავოს თავი ჩარევისგან“, - აცხადებს ლადო პაპავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა