მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს - ნათია თურნავა

news image
mbc image

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5 პროცენტი შეადგინა.

„ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 პპ-ით - 46.6 პროცენტამდე შემცირდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ცალკეული მოთხოვნები განაახლა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი სექტორულად დივერსიფიცირებულია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა