მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეპოზიტებში დოლარიზაციის წილის შემცირებზე, სებ-ის მიდგომები მკაცრია - ალექსანდრე ძნელაძე

news image
mbc image

 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლარიზაციის საბოლოო შედეგის მისაღწევად დეპოზიტების მიმართულებით დოლარიზაციის წილის შემცირებაზეც აკეთებს აქცენტს. 

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პოლიტიკა ქვეყანაში საკმაოდ კარგი ტემპებით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება დეპოზიტებში დოლარიზაციის წილის შემცირებას ძნელაძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრი მიდგომაა. 

„შემიძლია გითხრათ, რომ მაგ მიმართულებით საკმაოდ მკაცრი მიდგომაა. ვერ ვიტყვი, რომ შეზღუდვა რაიმენაირად იმოქმედებს მაგაზე, რადგანაც მოთხოვნა პრაქტიკულად უცხოურ ვალუტაში განთავსებაზე მაინც რჩება. სრული ინფორმაცია არ გაქვს ამ მიმართულებით რა და როგორ იქნება წინასწარ ვერ გეტყვით. მაგრამ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია, საკმაოდ მაღალი რეზერვებია უცხოურ ვალუტაში მოზიდვაზე, ასევე მაღალი მოთხოვნაა არარეზიდენტებიდან უცხოური ვალუტის მოზიდვაზე. 

უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი დაბალ ნიშნულზე რჩება. თუმცა როგორც იცით  საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში დაბალ საპროცენტო განაკვეთზე რჩება, სწორედ ამ შეზღუდვების გამო. ანუ მოტივაცია, უცხოურ ვალუტაში მაღალი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად გარკვეული მოთხოვნა რჩება“,- განაცხადა Business Insider Georgia-სთან ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ,რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა და დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ დედოლარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კუთხით კარგი მიღწევებია, თუმცა სხვადასხვა გეოპოლიტიკური იძულების ფონზე კვლავაც არის გარკვეული გამოწვევე

 „დღესდღეობით 50%-ზე ოდნავ მეტია სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტი - ადრე ეს მაჩვენებელი გაცილებით მძიმე იყო. ჩვენ სხვადასხვა გზით ვიზრუნებთ, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა კვალვაც გაგრძელდეს. აქ ერთ-ერთ მიმართულებად მესახება, დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წვლილის შემცირებაზე.  “, - აღნიშნა თურნავამ.
ლარიზაციის ღონისძიებები

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა