მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღემდე ₾37 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს - რუსთავი მერი

news image
mbc image

რუსთავში წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა GWP-ის ინვესტიციის საშუალებით. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, 2021 წელს ქალაქში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა კომპანიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას, ხოლო წყალარინების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა ფორუმში, რომელიც რამდენიმე დღის უკან GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

„ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების გაზიარების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GWP-მ „აქვალიას“ სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი. 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა, არ ხდებოდა მილების გამოცვლა არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს. წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი - აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს და სულს ვდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით, რომ  წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24-საათიანი წყალმომარაგებაა, თუმცა ისევ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეს, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და ინვესტორების თანხმობაში მოქმედება.

„იმდენად რთული ინფრასტრუქტურაა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენს პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათი და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვფერხდებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა კარგ ეტაპზეა, სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი“, - განმარტავს ლაცაბიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა