დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის - ლევან ვეფხვაძე
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. შეხვედრისას საუბარი შედგა სექტორის განვითარების ხედვასა და შემდგომ სტრატეგიაზე, მათ შორის 10-წლიან გეგმაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.
„ბიზნესი ყოველთვის ღიაა სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხედვას, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, ყველანაირად პასუხობს ბიზნესის, ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად საჭიროა გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა იციან - ეკონომიკის სამინისტრო ჰესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს.
„ის, რომ დღეს საზოგადოებამ იცის - მაღალკაშხლიანი, სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის, ჰესებთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის სექტორს ძალიან მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ინვესტორების ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება", - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს - ლევან მოსეშვილი
28.07.2026.17:13
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი", – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.