მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღეს გახსნილი რიკოთის მონაკვეთი ძველ გზას 8 კილომეტრით, დროს კი 45-დან 20 წუთამდე ამცირებს - ირაკლი ქარსელაძე

news image
mbc image

დღეს, რამდენიმე საათში, ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გამავალი მაგისტრალური, 4 ზოლიანი გზის 27 კილომეტრი. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომელიც იმსახურებს აღნიშვნა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

ხევი-შორაპნის 27 კმ-იანი მონაკვეთი რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთია, რაზეც ხელოვნური ნაგებობების-გვირაბებისა და ხიდების რაოდენობა მეტყველებს. ახალი მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთლიანი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ 27-კმ-იან მონაკვეთზე, კერძოდ უბისაში, არის საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი. ამ ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში ქობულეთის შემოვლით გზაზე იყო, რომლის სიგრძე 1100 მეტრია. აღსანიშნავია ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძეც, რომელიც 1640 მეტრია.

,,რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. სწორედ ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის საგზაო მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ახალი მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლას, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში შეძლებთ“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გრძელდება ინტენსიური სამუშაოები რიკოთის დარჩენილ მონაკვეთებზე, პროექტი 2024 წელს დასრულდება. 
საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალურ გზაზე აშენდება 51 გვირაბი, რომლის ჯამური სიგრძე 33.6 კმ იქნება და 97 ხიდი, რომლის ჯამური სიგრძე 21 კმ-ზე მეტია. 

ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. 

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად რიკოთის უღელტეხილის გავლას, 1 საათისა და 10 წუთის ნაცვლად, 35 წუთში იქნება შესაძლებელი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა