მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი პროექტია - საუბარია მასშტაბურ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის შექმნასაც საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან ერთად ვგეგმავთ | თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

news image
mbc image

თურქეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საქართველო შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ხაზის მშენებლობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე ოთხი ქვეყნის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას ისაუბრა.

„დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი ასეთი პროექტია. საუბარია მასშტაბურ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის შექმნასაც საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან ერთად ვგეგმავთ. გარდა ამისა, ამ ქვეყნებთან და რუმინეთთან ერთად განვიხილავთ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობას. აუცილებელია უზრუნველვყოთ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის გადაცემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ“, - განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.

მინისტრის თქმით, თურქეთი ენერგეტიკული ინტეგრაციის მასშტაბურ პროექტებზე რამდენიმე სხვა ქვეყანასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მისივე განცხადებით, ანკარის მიზანია აღნიშნული პროექტების საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში კონკრეტული ინიციატივების განვითარება.

„დღეს ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ვალდებულება შევასრულეთ. ეს პროექტები წარმოაჩენს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც თურქეთი 2040 წლამდე განსაზღვრული ენერგეტიკული სტრატეგიისა და ელექტრიფიკაციის მიზნების ფარგლებში დგამს, ასევე მის წვლილს გლობალური ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი პროექტია - საუბარია მასშტაბურ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის შექმნასაც საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან ერთად ვგეგმავთ | თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

11.11.2026.10:00

თურქეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საქართველო შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ხაზის მშენებლობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე ოთხი ქვეყნის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას ისაუბრა.

„დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი ასეთი პროექტია. საუბარია მასშტაბურ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის შექმნასაც საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან ერთად ვგეგმავთ. გარდა ამისა, ამ ქვეყნებთან და რუმინეთთან ერთად განვიხილავთ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობას. აუცილებელია უზრუნველვყოთ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის გადაცემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ“, - განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.

მინისტრის თქმით, თურქეთი ენერგეტიკული ინტეგრაციის მასშტაბურ პროექტებზე რამდენიმე სხვა ქვეყანასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მისივე განცხადებით, ანკარის მიზანია აღნიშნული პროექტების საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში კონკრეტული ინიციატივების განვითარება.

„დღეს ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ვალდებულება შევასრულეთ. ეს პროექტები წარმოაჩენს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც თურქეთი 2040 წლამდე განსაზღვრული ენერგეტიკული სტრატეგიისა და ელექტრიფიკაციის მიზნების ფარგლებში დგამს, ასევე მის წვლილს გლობალური ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა