მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღეს, საქართელოს IT სექტორში საშუალო ხელფასი 7,000 ლარამდეა - ვაკო თურნავა

news image
mbc image

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და მიახლოებით პროგნოზები არის პოზიტიური, -  ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ IT სექტორია.

„IT სექტორი არის უფრო გაძლიერებული ვიდრე აქამდე იყო. მე ჩემი წარსულიდან გამომდინარე მაქვს გამოცდილება IT სექტორში და მიახლოებით მინდა გითხრათ, რომ შარშანწინ ჩვენ გვქონდა სადღაც 3 მლრდ ექსპორტი IT სექტორით და ამიტომ  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. IT სექტორის ექსპორტი რას ნიშნავს? აქ ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის ქართველები არიან აქ დასაქმებული, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობენ, საქართველოდან უწევენ IT მომსახურებას სხვადასხვა კომპანიებს. ძირითადად, ჩვენი ქვეყნის დამკვეთები არიან ამერიკა, იტალია, ინგლისი - ის ქვეყნები, რომლებსაც უფრო განვითარებული აქვთ და  ეძებენ სხვადასხვა ტალანტებს, შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის განმარტებით, IT სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

„სადაც ხელფასი იყო 2000 ლარი, დღეს არის 7000 ლარამდე ასული. უფრო სწორად ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 2050 ლარი და IT სექტორი  7000 ლარს უკვე გადასცდა, რაც არის ძალიან მისასალმებელი.

განვითარებულ ქვეყნებში ეს ხელფასი აჭარბებს 10 000 - 12 000  დოლარს და ეს მიახლოებით საშუალოა. არის კიდევ რა თქმა უნდა სპეციალისტები, რომლებსაც უფრო მეტი ხელფასი აქვთ და საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს დღეს შეუძლია მიახლოებით იგივე ხელფასზეც იმუშაოს და იცხოვროს საქართველოში ბევრად უკვე კარგ პირობებში,  ვიდრე  შეუძლია სხვა ქვეყანაში.

შეიძლება იცხოვრო სან-ფრანცისკოში, თვეში გქონდეს 15 000 $ შემოსავალი, მაგრამ მხოლოდ, რომ იცხოვრო  10 000$ დაგეხარჯოს.

რეფორმებიდან გამომდინარე საქართველოში უკვე შემოსულია, დაახლოებით 150 IT კომპანია“, - აცხადებს დეპუტატი.

თურნავას თქმით, ეს კომპანიები სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და აქვთ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსი.

„ისინი საქართველოდან უწევს ძალიან ბევრ, კარგ კომპანიას სერვისს და ქართული ტალანტი ექსპორტზე გადის. მიახლოებით სამ მილიარდი ლარი შემოვიდა 2023 წელს, რამაც შეადგინა 1.3 % ჩვენი ქვეყნის ზრდის ამ კომპონენტმა და ჩვენი მთავრობა რა თქმა უნდა დაინტერესებულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის, სადაც დარწმუნებული ვარ უფრო მეტი განვითარება მოხდება“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა