მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

დღეს ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება

news image
mbc image

დღეს ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, კორპორაცია არის ყველა ბიზნესისთვის და ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომელიც ავირჩიეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონულ ბიზნესებსა და რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს. ამის გამოხატულებაა სწორედ ის აქტივობები, რომლებიც უკვე ახსენეთ: არაერთი ვიზიტი რეგიონებში, მეწარმეების გაცნობა, რეგიონული მეწარმეების და რეგიონში მოღვაწე მეწარმეების ფართო საზოგადოებისთვის და იმის ჩვენება, რომ კორპორაცია თავისი ისტორიის მანძილზე და მომავალშიც აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ყველა ტიპის ბიზნესს, დაწყებული მიკრობიზნესიდან, დასრულებული მსხვილი ბიზნესით, რომელიც არაერთი უკვე გვყავს მხარდაჭერილი.

კონკრეტული ინიციატივა, რომელზეც ისაუბრეთ, ეს არის „ბიზნეს დღე“, ესე ვეძახით. გაჩნდა მისი იდეა იქედან, რომ დავინახეთ საჭიროება რეგიონულ ბიზნესებში, რომ მათ ერთმანეთთან გაცვალონ და ერთმანეთში გაცვალონ იდეები, ხედვები და თავისი გეგმები. და ამით, იმედი გვაქვს, მხარს დავუჭერთ რეგიონების განვითარებას: ერთის მხრივ, გაღრმავდება კავშირები რეგიონს შიგნით და, მეორე მხრივ, რეგიონულ ბიზნესებს გაიცნობენ სხვა რეგიონის წარმომადგენლები და შეძლებენ მათთან დაკავშირებას.

ინიციატივას ზუგდიდიდან ვიწყებთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიმართება „ბიზნეს დღე“. ეს სიმბოლურიცაა, რადგან ჩვენი პირველი რეგიონული ოფისი სწორედ ზუგდიდში გაიხსნა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარეც და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს, ამ სიტუაციაში თავის წვლილს შეიტანს. და შემდეგ გვინდა, რომ გავმართოთ აღნიშნული ბიზნეს დღეები სხვადასხვა რეგიონებში და მივცეთ ამას ტრადიციული სახე.

ჩვენი მიზანია, ადგილობრივმა ბიზნესებმა იცოდნენ, რომ წელიწადში ერთი დღე ექნებათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საკუთარ რეგიონში მოღვაწე სხვა ბიზნესებს, გაცვალონ იდეები, ჩამოაყალიბონ ახალი ბიზნეს კავშირები და განავითარონ რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკა“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღეს ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება

25.11.2026.09:00

დღეს ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, კორპორაცია არის ყველა ბიზნესისთვის და ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომელიც ავირჩიეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონულ ბიზნესებსა და რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს. ამის გამოხატულებაა სწორედ ის აქტივობები, რომლებიც უკვე ახსენეთ: არაერთი ვიზიტი რეგიონებში, მეწარმეების გაცნობა, რეგიონული მეწარმეების და რეგიონში მოღვაწე მეწარმეების ფართო საზოგადოებისთვის და იმის ჩვენება, რომ კორპორაცია თავისი ისტორიის მანძილზე და მომავალშიც აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ყველა ტიპის ბიზნესს, დაწყებული მიკრობიზნესიდან, დასრულებული მსხვილი ბიზნესით, რომელიც არაერთი უკვე გვყავს მხარდაჭერილი.

კონკრეტული ინიციატივა, რომელზეც ისაუბრეთ, ეს არის „ბიზნეს დღე“, ესე ვეძახით. გაჩნდა მისი იდეა იქედან, რომ დავინახეთ საჭიროება რეგიონულ ბიზნესებში, რომ მათ ერთმანეთთან გაცვალონ და ერთმანეთში გაცვალონ იდეები, ხედვები და თავისი გეგმები. და ამით, იმედი გვაქვს, მხარს დავუჭერთ რეგიონების განვითარებას: ერთის მხრივ, გაღრმავდება კავშირები რეგიონს შიგნით და, მეორე მხრივ, რეგიონულ ბიზნესებს გაიცნობენ სხვა რეგიონის წარმომადგენლები და შეძლებენ მათთან დაკავშირებას.

ინიციატივას ზუგდიდიდან ვიწყებთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიმართება „ბიზნეს დღე“. ეს სიმბოლურიცაა, რადგან ჩვენი პირველი რეგიონული ოფისი სწორედ ზუგდიდში გაიხსნა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარეც და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს, ამ სიტუაციაში თავის წვლილს შეიტანს. და შემდეგ გვინდა, რომ გავმართოთ აღნიშნული ბიზნეს დღეები სხვადასხვა რეგიონებში და მივცეთ ამას ტრადიციული სახე.

ჩვენი მიზანია, ადგილობრივმა ბიზნესებმა იცოდნენ, რომ წელიწადში ერთი დღე ექნებათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საკუთარ რეგიონში მოღვაწე სხვა ბიზნესებს, გაცვალონ იდეები, ჩამოაყალიბონ ახალი ბიზნეს კავშირები და განავითარონ რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკა“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა