დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში - არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი
თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოჯისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა აღნიშნა, თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.
„ჩვენ ვატარებთ საწარმოო, სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას, ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ გვქონდეს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა და ეს გახდეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი, არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით და მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას 480 მილიონი დოლარიდან 1,5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, ეს ვაჭრობა განსაკუთრებულ ტარიფებს დაეფუძნება, საქონლის 95% გატარებული იქნება ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან“, - განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიცია ინტერმოდალურ პორტში საქართველოსთან მზარდ თანამშრომლობაზე მიუთითებს. „არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“,- განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826