დუბაის უძრავი ქონების ბაზარი ძირითადად საბანკო სესხებზე არ არის დაფუძნებული - მოჰამედ ალაბარი
მოჰამედ ალაბარის თქმით, დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლოა გარკვეული შენელება მოხდეს, თუმცა მისი შეფასებით, ბაზარი მაინც სტაბილური დარჩება და „ჭკვიანი კაპიტალი“ ინვესტირებას გააგრძელებს, მიუხედავად შექმნილი დაძაბულობისა.
Emaar Properties-ის დამფუძნებელმა, კომპანიამ რომელმაც ააშენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენი Burj Khalifa ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „შესაძლოა მცირე შენელება იყოს, მაგრამ მე ამას დიდად ვერ ვხედავ“. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უძრავი ქონების სექტორი „უძრავი ქონების ბაზარი ძირითადად საბანკო სესხებზე არ არის დაფუძნებული“.
„ამ ბაზარზე საბანკო დაკრედიტება საკმაოდ შეზღუდულია - მომხმარებელთა ნდობა შესაძლოა მცირედით შეირყეს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ამ ქვეყნის პოლიტიკა ნდობას ძალიან სწრაფად აღადგენს,“ - განაცხადა მან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826