მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

,,ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE" .

მინისტრის მოადგილემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქედან ორი მესამედი ახალ მიმართულებებს დაეთმობა, სადაც სახელმწიფო აქამდე ნაკლებად აქტიურობდა.

„თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სააგენტომ [აწარმოე საქართველოში], მაგალითად, სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტი არის პროგრამის ფინანსური კომპონენტით მხარდაჭერილი, ჩვენ 10 წელზე უფრო ადრე პერიოდში ვისაუბრებთ, რამდენად გაიზარდა, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილი თქმით, ფინანსურ სექტორში კაპიტალის ბაზრის წილის გაზრდა პრიორიტეტულია.

„გვაქვს ამოცანა, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წილი მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები - ირაკლი ნადარეიშვილი

22.10.2026.09:48

„ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხდება, არამედ, რეალურად, თავი მოვუყარეთ საუკეთესო, კერძო სექტორის საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან ვაკავშირებთ იმისათვის, რომ მაგალითად, ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE"-ში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა