მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ნავსადგურების კერძო ოპერატორებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად, არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და მომსახურება - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს ნავსადგურების განვითარების პოტენციალზე და გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, შეეხო ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე პროექტს. თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ნავსადგურების კერძო ოპერატორებთან იმისთვის, რომ არსებულ პორტებში მათი შესაძლებლობები გაიზარდოს.

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, ეს იქნება ფოთის, ბათუმისა თუ ყულევის პორტები იმისთვის, რომ მაქსიმალურად, თავიანთი არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და მომსახურება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, რომ მოხდეს აღნიშნული პორტების გადაიარაღება.

„ფოთის ნავსადგურში უკვე განხორციელდა აქტიური სამუშაოები, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შევიდა ოპერირებაში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური. ზოგადად, ფოთის პორტს აქვს პოტენციალი, თავისი ნავმისადგომები ისე განავითაროს, რომ შეძლოს კიდევ უფრო ბევრი ტვირთის გადამუშავება. სამწუხაროდ, დღეს არ არიან იმ ნიშნულზე, რომ სრულად მოახდინონ თავიანთი რესურსების უტილიზაცია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, რომ მაქსიმალურად, თავიანთი არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და მომსახურება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ნავსადგურზე. მისი შეფასებით, ანაკლია არის ფლაგმანი პროექტი, რომლის ინფრასტრუქტურაც ნულიდან შენდება, ისევე როგორც ვაზიანის აეროპორტი იმისთვის, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

„ჩვენი ამოცანაა, ისე დავაპროექტოთ ანაკლიის პორტი, რომ მოვერგოთ იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენს რეალურ დროში არსებობს და რეგიონში ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. პირველ გემს ანაკლიის ნავსადგური 2029 წელს მიიღებს. დაკონტრაქტებული გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბელგიური კომპანია „იან დე ნული," უკვე ვასრულებთ საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებს, შესაბამისად, ძალიან მალე გადავლენ აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში - შედეგად აშენდება წყლის ინფრასტრუქტურა, ტალღამრიდი და აუზი დაღრმავდება 16 მეტრამდე. ასევე ვაგრძელებთ მუშაობას კერძო ინვესტორის შერჩევის მიზნით და ვფიქრობთ, ძალიან მალე ამ კუთხითაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა