მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ინვესტორი ჩამოსცილდება სათამაშო მოედანს - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი ენერგეტიკულ პროექტებზე ეკონომიკის სამინისტროს ახალ მიდგომაზე

news image
mbc image

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორში კეთილსინდისიერი ინვესტორები არსებობენ, თუმცა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის აუცილებელია მკაცრი და პრინციპული რეგულაციები. როგორც გიორგი მარგებაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დანერგილი ჯარიმებისა და სანქციების ახალი მექანიზმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან წლების განმავლობაში ვადაგადაცილებები პრაქტიკულად დაუსჯელი რჩებოდა, რაც პროექტების განხორციელებას აფერხებდა.

„კეთილსინდისიერი ინვესტორები ნამდვილად არსებობენ ქვეყანაში - ჩვენი თანამემამულე ინვესტორები. რაც შეეხება განვითარებას და როგორი მიდგომა უნდა იყოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მიდგომა, რომელიც დღეს სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას და ახალ გუნდს აქვს. ვგულისხმობ ჯარიმების და სანქციების მიმართ  პრინციპულ მიდგომაა, რომელიც დღეს დაინერგა და ინერგება და მომავალშიც იმედი მაქვს ასე იქნება. ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ ენერგეტიკაში ინვესტორი მიჩვეული იყო ვადაგადაცილებებზე არ ჯარიმდებოდნენ, სანქციები არ მოქმედებდა და ყველა მიჩვეული იყო“, - განმარტავს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი.

გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებზე წარსულში არსებული პრაქტიკა პრობლემებს ქმნიდა - მდინარეებისა და ჰესების პროექტების „დაჯავშნის“ შემდეგ, ინვესტორები ხშირად ვერ ახერხებდნენ ფინანსური რესურსების მოძიებას.

„მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ხეობაში მდინარის რესურსი და ქვესადგურში მიერთების სიმძლავრეები დაჯავშნილია ისეთი სუბიექტის მიერ, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ფინანსები და ვერ პოულობს ინვესტორს. ამ დროს, გვერდზე ხეობაში მყოფი კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც უკვე ასრულებს კვლევებს და მზად არის პროექტის განსახორციელებლად, ქსელის მფლობელისგან იგებს, რომ ქვესადგურში თავისუფალი ადგილი აღარ არის.

ერთი მხრივ, ფერხდებოდა პროექტებისთვის შერჩეული ლოკაციების ათვისება, მეორე მხრივ კი, ხდებოდა ქვესადგურებში სიმძლავრეების ხელოვნური დაჯავშნა, რაც სისტემისთვის დიდ ბარიერს წარმოადგენდა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, სამინისტროს ახალი, გამკაცრებული მიდგომა სანქციების მიმართ სრულიად მართებულია. სისტემა ითვალისწინებს ეტაპობრივ სანქციებს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ ლიცენზიის ან უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტურ გაფილტვრას და განასხვავებს კეთილსინდისიერ ინვესტორებს იმ პირებისგან, რომელთაც რეალური პროექტების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ.

„კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ახალი მიდგომა სამინისტროს მხრიდან ასევე იქნება - კვლევის სტადიიდან სამშენებლო სტადიაზე სანამ გადავა კომპანია მანამდე უკვე უნდა ჰქონდეს გაფორმებული ქსელთან, ეს იქნება ენერგოპრო თუ სსე, დაერთების ხელშეკრულება.

სერიოზული თანხებია - მეგავატზე ვიცით, რომ ენერგოპროსთან 300 ათასი ლარია გადასახდელი 2 მეგავატზე ზემოთ თუ ხარ და შესაბამისად ამ ხელშეკრულების ხელმოწერით უკვე ვალდებულება გიჩნდება, რომ დამატებით პირობითად 5 მეგავატიანს თუ აკეთებ 1,5 მლნ ლარი გაქვს უკვე გადასახდელი და ამითიც ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ინვესტორი ჩამსოცილდება სათამაშო მოედანს. ამიტომ სწორი და კარგი მიდგომა არის ნამდვილად“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე. 




banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი

09.09.2026.19:37

„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და 2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„2012 წელს ჩვენ თუ გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს უკვე გვყავს 21 000 მეზღვაური, რაც ნათლად აჩვენებს ინტერესის ზრდის ტენდენციას . წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კონტინგენტის მიღება გავაორმაგეთ. წინა წელს თუ ჩვენ ვიღებდით 450 სტუდენტს, წელს უკვე 900-მდე სტუდენტის მიღების საშუალება გვქონდა. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად შევძლებთ უმაღლესი მიმართულებით სტუდენტების მიღებას. იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ როგორც სწავლის ხარისხი, ასევე დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ძალიან კვალიფიციური კადრები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა