მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება ამ სამი ქვეყნის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება - ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე შუა დერეფანში ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით l მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით რკინიგზის მოდერნიზაციასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას აქტიურად აგრძელებს, ხოლო ყირგიზეთი-ჩინეთი-უზბეკეთის ახალი სარკინიგზო მარშრუტი შუა დერეფანში ტვირთნაკადების ზრდას და საქართველოს სატრანზიტო როლის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვდებთ იმისთვის, რომ საქართველოს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა წლიდან წლამდე გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ძალიან დიდი გეგმა გვაქვს, იმისთვის, რომ უახლოესი წლების განმავლობაში საგრძნობლად გავზარდოთ არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა და მათ შორის შევამციროთ გადაკვეთის და მოძრაობის და მობილობის დრო და პერიოდი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის. ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რადგან ეს მარშრუტი შეუერთდება შუა დერეფნის ამ მთლიან კონტექსტს და აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუა დერეფანში ტვირთნაკადი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან ყირგიზეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა