მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ძლიერი ეკონომიკა ხელს უწყობს ბანკების მაჩვენებლებს - Fitch Ratings

news image
mbc image

Fitch-მა საქართველოს ბანკის, თიბისის, პროკრედიტის და ხალიკ ბანკის პერპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. პროგნოზის გადახედვა მოჰყვა საქართველოს ანალოგიურ რეიტინგულ განახლებას, რომელიც 21 ნოემბერს Fitch-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. (Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა). 

ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავაც აძლიერებს ბანკების მაჩვენებლებს.  Fitch 2025 წელს 7.3%-იან ზრდას, ხოლო 2026-2027 წლებში საშუალოდ 5.2%-ს პროგნოზირებს. 

საქართველოს ბანკი 

Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე. 

,,BOG წარმოადგენს უმსხვილეს ბანკს საქართველოში, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს სექტორის აქტივების 40%-იანი წილით. საკრედიტო პორტფელი დივერსიფიცირებულია: საცალო სესხები შეადგენს 47%-ს (2025 წლის I ნახევრის ბოლოს გრაფულად), კორპორატიული 36%-ს, ხოლო მცირე და მიკრო ბიზნესის სეგმენტები 17%-ს. BOG-ის ბიზნესმოდელმა მდგრადობა აჩვენა, რაც თანმიმდევრული მომგებიანობის მიღწევას უზრუნველყოფს", - წერს Fitch-ი.

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში BOG-ის სესხების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დეპოზიტები სტაბილურობითა და ბანკი ჯანსაღი ლიკვიდობით ხასიათდება. 

,,ველით, რომ BOG-ის აქტივების ხარისხი 2025 წლის მეორე ნახევარსა და 2026 წელს სტაბილური იქნება ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოსა და ბანკის გამკაცრებული საკრედიტო სტანდარტების შედეგად", - აღნიშნავს Fitch-ი.

თიბისი ბანკი

Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის (TBC) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, TBC-ის საკრედიტო მაჩვენებლები ძირითადად სტაბილური დარჩა, რაც მათ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.  

Fitch-ის ხედვით, თიბისი ბანკისთვის დოლარიზაცია (2025 წლის 9 თვის ბოლოს: სესხების 45%) კვლავ რჩება აქტივების ხარისხის მთავარ რისკად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა ბოლო რამდენიმე წელში. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, განსაკუთრებული რისკია რითეილის სესხები, ცვალებადი პროცენტისა და არაჰეჯირების პირობებში. 

,,TBC-ის პრობლემური სესხების წილი 2025 წლის 9 თვის ბოლოს 2.5%-ს შეადგენდა, რაც ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს ასახავს", - წერს Fitch-ი. 

პროკრედიტ ბანკი

Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.

პროკრედიტ ბანკი (PCBG) საქართველოს 17 ბანკიდან მეშვიდე ადგილზეა, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების 2%-იანი წილით. მიუხედავად ამისა, ProCredit-ის ბრენდი ძლიერი პოზიციით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტში, სადაც დაახლოებით 12%-იანი წილი აქვს, რაც პროკრედიტ ბანკი (PCBG)-ს მაღალი ხარისხის კლიენტების მოზიდვაში ეხმარება. ,,პროკრედიტ ბანკი (PCBG) -ის სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად დოლარიზებულია (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – სესხების 63%), რაც განპირობებულია ბანკის ფოკუსით მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე და საცალო დაკრედიტების შეზღუდული მასშტაბით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია Fitch-ის მიერ შეფასებულ ქართულ ბანკებს შორის და აღემატება სექტორის საშუალო 42%-იან დონეს", - წერს Fitch-ი.

ხალიკ ბანკი

Fitch Ratings-მა ხალიკ ბანკის პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე. 

,,ბანკის ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე განაპირობებს მაღალი დოლარიზაციის დონეს (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – 62%), რაც მნიშვნელოვნად აღემატება სექტორის საშუალო მაჩვენებელს (42%) და ზრდის აქტივების ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან ყველა მსესხებელი სრულად არ არის ჰეჯირებული.  პრობლემური სესხების წილი 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს მაღალი იყო 9.1%", - წერს Fitch-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა