მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

Eagle Hills Georgia იმ TOP 10 კომპანიაშია, რომლებმაც 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში

news image
mbc image

საწარმოები, სადაც 2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა „იგლ ჰილს საქართველოც“ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგლ ჰილს საქართველო იმ საწარმოების TOP 10-შია, სადაც ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

TOP 10 კომპანია ყველაზე მსხვილი ინვესტიციებით - 2026 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა:

•აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს თბილისი ენერჯი
• შპს ქართული ცემენტი
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს აჭარა ტექსტილე
• შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია
• შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
• შპს იგლ ჰილს საქართველო
• სს ბიჯეო ჯგუფი
• შპს სოკარ მიდსთრიმ გაზ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი).

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს - ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში l თამარ იოსელიანი

08.09.2026.14:17

„დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემაჯამებელი დღეა, ძალიან წარმატებული ორი დღე გვქონდა", - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მუშაობას.

თამარ იოსელიანის თქმით, ფორუმის ფარგლებში ბათუმში შეიკრიბნენ საერთაშორისო საზღვაო და სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები და გაიმართა მსჯელობა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო სისტემაში ხდება.

„უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი შუა დერეფნის კონტექსტში. საინტერესო დისკუსია გაიმართა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება დღეს დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს და შესაბამისად, შუა დერეფანს. ის, რომ საქართველო არის შეუცვლელი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში და ის, რომ საქართველოს აქვს სწორი, თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს, ზოგადად, სატრანსპორტო სისტემა. გვაქვს 10 წლიანი გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემა და სახელმწიფოს ხედვაა, რომ 2032 წლამდე უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს არსებული სატრანსპორტო სისტემა და შესაბამისად, გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

„დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა