მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

EBRD და ევროკავშირი მოლდოვის სტრატეგიულ საგზაო დერეფნებს განაახლებენ

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას €344 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს R7 და M3 მაგისტრალების სტრატეგიული მონაკვეთების რეაბილიტაციისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. ბანკის ინვესტიცია ქვეყანაში ამ მნიშვნელოვანი გზების ხარისხსა და უსაფრთხოებას გააუმჯობესებს, შეამცირებს მგზავრობის დროს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს გააძლიერებს რუმინეთთან, უკრაინასა და ევროკავშირის ბაზრებთან.

ბანკის სესხს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი, 13.8 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საინვესტიციო გრანტი და ტექნიკური დახმარება დაემატება.

აღნიშნული დაფინანსება ეფუძნება EBRD-ის მიერ 2024 და 2025 წლებში გამოყოფილ €340 მილიონს, რომელიც მოლდოვაში მნიშვნელოვანი საგზაო კავშირების რეაბილიტაციასა და ევროპელ მეზობლებთან სატრანსპორტო დაკავშირების გაუმჯობესებას მოხმარდა.

ერთობლივად, ეს ინვესტიციები ხელს უწყობს მოლდოვის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციას, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკურ ზრდას.

EBRD-ის ახალი სესხი მოლდოვის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, განაახლოს R7 გზა - მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც დასახლებებს რუმინეთის საზღვართან აკავშირებს და უკრაინასა და მოლდოვას შორის სატრანსპორტო მიმოსვლას უზრუნველყოფს. ასევე განახლდება M3 - მოლდოვის მთავარი საგზაო კავშირი კიშინიოვსა და დუნაის სანაპიროზე მდებარე საერთაშორისო თავისუფალ პორტს შორის.

ორივე გზა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ნაწილია, რაც აძლიერებს მოლდოვის, როგორც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო კარიბჭის როლს. 

ევროპული სტანდარტების შესაბამისად ამ გზების სათანადო მოვლა ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკრაინასა და ევროკავშირის ბაზრებს შორის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას. 

გზების ხარისხის გაუმჯობესება ასევე გაზრდის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების საიმედოობას. ამასთან, გზის მომხმარებლები ისარგებლებენ ავტომობილების ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებით, მგზავრობის დროის შემცირებითა და იმ მონაკვეთებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებით, რომლებიც ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.

ინვესტიციის ფარგლებში EBRD მოლდოვის მთავრობას საგზაო სექტორის მართვის გაძლიერებაშიც დაეხმარება. კერძოდ, მომზადდება საგზაო სექტორის გრძელვადიანი ეროვნული გენერალური გეგმა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების სტრატეგია. დამატებითი მხარდაჭერა მოხმარდება ეროვნული საგზაო ადმინისტრაციის კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული ციფრული „ერთი ფანჯრის“ სისტემის შექმნას, რომელიც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურისთვის ლიცენზირების პროცედურებს გაამარტივებს.

EBRD მოლდოვის უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია. 

საერთო ჯამში, EBRD-ს მოლდოვაში 201 პროექტში €3.1 მილიარდზე მეტი აქვს ინვესტირებული.

მოლდოვის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი €1.9 მილიარდის მოცულობის ზრდის გეგმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროკავშირის ყველაზე მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერის პაკეტია. გეგმა ხელს შეუწყობს მოლდოვის ეკონომიკის გაძლიერებას და რეფორმების დაჩქარების, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის გზით ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს.

გეგმა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მოლდოვისთვის სპეციალური რეფორმებისა და ზრდის მექანიზმის ფარგლებში 2025–2027 წლებში. ზრდის გეგმა ინვესტიციების მობილიზებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია, მოლდოვის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

23.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9925 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6229 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6229 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9925 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა