მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

EBRD და GCF მწვანე ქალაქების განვითარებისთვის მხარდაჭერას €87 მილიონიანი ინვესტიციით აფართოებენ - 15 ქვეყანას შორის საქართველოა

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ურბანულ გარემოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდასაჭერად თანამშრომლობას აფართოებენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში GCF-მა EBRD-ის „მწვანე ქალაქების“ პროგრამისთვის 87 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსების მეორე ტრანში დაამტკიცა.

ახალი ტრანშის გამოყოფის შედეგად, პროგრამისთვის ხელმისაწვდომი GCF-ის შეღავათიანი დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა და 174 მილიონ ევროს მიაღწია. აღნიშნული რესურსი პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ქალაქებს დაეხმარება კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში, ინვესტიციების განხორციელების, პოლიტიკის მხარდაჭერის, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.

EBRD-ის „მწვანე ქალაქების“ პროგრამაში 60-ზე მეტი ქალაქია ჩართული. პროგრამა მხარს უჭერს ინვესტიციებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ურბანული ტრანსპორტი, ცენტრალიზებული ენერგომომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, განახლებადი ენერგეტიკა, ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, წყალმომარაგება და წყალარინება, შენობები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელები, ქუჩების განათება, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

GCF-ის შეღავათიანი დაფინანსება ქალაქებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ უფრო ამბიციური საინვესტიციო პროექტები, დაძლიონ დაფინანსების ხელმისაწვდომობასა და პროექტების ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოიზიდონ დამატებითი სახელმწიფო და კერძო კაპიტალი.

დაფინანსება ხელმისაწვდომია 15 ქვეყნის ქალაქებისთვის, კომუნალური მომსახურების კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, იორდანია, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონღოლეთი, მაროკო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, ტაჯიკეთი, ტუნისი და უზბეკეთი.

მხარდაჭერა ხორციელდება პოლიტიკის შემუშავების, მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტირების, ტექნიკური დახმარების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ღონისძიებების მეშვეობით.

GCF-ის დაფინანსების პირველი ტრანშის ფარგლებში დასრულდა „მწვანე ქალაქების“ რვა სამოქმედო გეგმის (GCAP) შემუშავება და ათი საინვესტიციო პროექტის განხორციელება. აღნიშნული სამოქმედო გეგმები ქალაქების საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიული დოკუმენტებია, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების გამოვლენაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში ეხმარება.

დაფინანსების მეორე ტრანში პროგრამას შესაძლებლობას მისცემს, მონაწილე ქალაქებში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააფართოოს.

დაფინანსების დამტკიცება ემთხვევა პერიოდს, როდესაც EBRD-ისა და GCF-ის ფართო პარტნიორობასა და ერთობლივი პროექტების აქტიურ განხორციელებას თითქმის 10 წელი უსრულდება.

გასული ათწლეულის განმავლობაში ორი ინსტიტუტი სხვადასხვა პროგრამისა და სექტორის ფარგლებში თანამშრომლობდა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობა აერთიანებს GCF-ის შეღავათიან ფინანსურ რესურსებს, EBRD-ის დაფინანსებასა და ტექნიკურ ექსპერტიზას, ასევე კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზების შესაძლებლობებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა