მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი - ის, რაც საქართველომ გააკეთა როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ - აბსოლუტურად უმაღლესი კლასია

news image
mbc image

საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები, - ამის შესახებ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის ერთობლივი ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, EBRD-ის ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ხედვა, რომელიც უნიკალურია.

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა". ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა წინა წლებთან შედარებით.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ვაქვეყნებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010 წლიდან ჩვენი მხარდაჭერით შესრულებულ სამუშაოს რეტროსპექტივას. იგი ხაზს უსვამს ზოგიერთ საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის შესაძლებლობები; მთავარია ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის განვითარება და ფინანსურ სისტემაში რისკის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება",- აღნიშნა აქსელ ვან ნედერვენმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი

06.07.2026.20:28

"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა