მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

EBRD ყაზახეთის ეროვნული ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაციას უწყობს ხელს - დეტალები

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ყაზახეთის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაციის გეგმებს მხარს უჭერს და რეგიონული ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია Alatau Zharyk Company-ის (AZhC) გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობს. კომპანია ალმათის ქალაქსა და რეგიონში დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს და 50 000-მდე კომერციულ მომხმარებელს ელექტროენერგიით ამარაგებს.

EBRD-ის მიერ AZhC-სთვის გამოყოფილი 102 მილიარდ ყაზახურ ტენგემდე (€194 მილიონი) ოდენობის გრძელვადიანი სესხი კომპანიას ავტომატური აღრიცხვისა და ტელემექანიკის მოწყობილობების შესყიდვაში, ასევე დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურის განახლებაში დაეხმარება.

ეს ყაზახეთში EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი უახლესი ოპერაციაა ენერგეტიკისა და კომუნალური სექტორების მოდერნიზაციის ეროვნული პროექტის (MEKS) ფარგლებში. მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა მიზნად ისახავს გათბობის, ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, რათა მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი მომსახურება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოს.

MEKS-ის მხარდაჭერით EBRD ხელს უწყობს ყაზახეთის ენერგეტიკულ ქსელში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის დადგმული გენერაციის სიმძლავრე 24 გიგავატზე მეტია, ხოლო მისი დაფარვის არეალი 470 000 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქსელად აქცევს.

პროექტი ხელს შეუწყობს AZhC-ის შემდგომ ციფრულ ტრანსფორმაციას ქვესადგურებზე ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებისა და ჭკვიანი ქსელის საპილოტე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროექტი ასევე გააძლიერებს AZhC-ის კიბერუსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას Samruk Energy-ის დონეზეც.

მოსალოდნელია, რომ მოდერნიზაციის შედეგად ელექტროენერგიის წლიური დაზოგვა დაახლოებით 22 გიგავატსაათს მიაღწევს, ხოლო CO₂-ის წლიური ემისიები დაახლოებით 12 000 ტონით შემცირდება. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ალმათის რეგიონში განახლებადი ენერგიის შემდგომ განვითარებას.

ყაზახეთსა და EBRD-ს შორის გაფორმებული ხუთწლიანი გაძლიერებული პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქალაქ ალათაუს განვითარებას - კერძოდ, Zhetygen-ის ელექტროენერგიის ქვესადგურისა და მასთან დაკავშირებული 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეკონსტრუქციას. ეს ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას ქალაქის განვითარების ამ მასშტაბური, ჭკვიანი ქალაქის ინიციატივისთვის.

დღემდე EBRD-მა ყაზახეთში 358 პროექტის მეშვეობით თითქმის $13.6 მილიარდის (€11.7 მილიარდი) ინვესტიცია განახორციელა, რაც ქვეყანას ცენტრალურ აზიაში EBRD-ის ინვესტიციების ყველაზე მსხვილ და ხანგრძლივ მიმღებად აქცევს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე

17.09.2026.19:47

„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

საქართველოში დიდი ჰესების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე.

„ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ძალიან დიდი, მასშტაბური პროექტების განხორციელება, ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც 1300 მეგავატიან სიმძლავრეს გაატარებს საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვიაზრებთ კიდევ ორ ძალიან დიდ პროექტს: „მწვანე ენერგიის კორიდორი" არის ოთხი ქვეყნის ინიციატივა - საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის, სადაც 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელით მიაწოდებს ელექტროენერგიას საქართველოს გავლით ევროპულ ბაზრებს. ასევე, უკვე ჩამოყალიბების პროცესშია აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთის ერთობლივი საწარმო, ეს გახლავთ სახმელეთო კორიდორი" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების გაზრდილ ინტერესზე. მისი შეფასებით, გარდა საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში არსებული გამჭვირვალე პროცედურები.

„ინვესტორების ინტერესი იგრძნობა და შეიმჩნევა ყოველდღიურად. ეს გახლავთ ასევე ის გამჭვირვალე პროცედურები, რომლებიც სამინისტროს აქვს თავის სხვა საწარმოებთან ერთად, როგორიცაა - სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქსელის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ასევე, რასაკვირველია სხვა საწარმოებთან, რომლებიც ჩართულია გენერაცია - გადაცემა მიწოდების ჯაჭვში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა