მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

EBRD-მა ახალი ციფრული სტრატეგიული მიდგომა დაამტკიცა

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაქვეყნა ციფრული განვითარების მიდგომა 2026 - 2030 (Digital Approach 2026 - 30), რომელიც განსაზღვრავს, როგორ გამოიყენებს ბანკი ციფრულ ტექნოლოგიებს მომდევნო სტრატეგიული და კაპიტალის ჩარჩოს თავის საქმიანობის ქვეყნებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად.

ახალი მიდგომა ეფუძნება წინა SCF-ის ფარგლებში ჩამოყალიბებულ სტრუქტურას და სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

  • ციფრული ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება;
  • სხვადასხვა სექტორში ციფრული ადაპტაციის მხარდაჭერა;
  • ინოვაციების ხელშეწყობა.

ამ მიმართულებებს ავსებს კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტი, რაც ასახავს მის მზარდ მნიშვნელობას სულ უფრო მეტად დიგიტალიზებული ეკონომიკების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ახალი ჩარჩოს მთავარი მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიზარდოს პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა EBRD-ის საქმიანობის ქვეყნებში. ბანკი ციფრული ტექნოლოგიების ეკონომიკურ საქმიანობაში უფრო ფართო ინტეგრირების გზით ხელს უწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და ინკლუზიური საბაზრო ეკონომიკების განვითარებას.

ამ მიზნის მისაღწევად EBRD ოთხ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილებს ყურადღებას:

  • ციფრული ინვესტიციების ხელშეწყობა - მათ შორის, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ავტომატიზაციასა და მოწინავე ტექნოლოგიებში ინვესტიციების მხარდაჭერა, რაც კომპანიების ზრდასა და გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს;
  • მმართველობის გაძლიერება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით - საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების, მათ შორის ციფრული და კიბერუსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ციფრული ცნობიერების, უნარებისა და ექსპერტიზის განვითარება - იმის აღიარებით, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის ეკონომიკებისა და ბიზნესის მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
  • უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა - როგორც ჰორიზონტალური პრიორიტეტი, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა.

EBRD-მა ციფრული განვითარების პირველი მიდგომა 2022 წელს მიიღო. მას შემდეგ ბანკმა დააფინანსა 220-ზე მეტი პროექტი, რომელიც ციფრულ კომპონენტს მოიცავდა. მათ შორისაა პროექტები Go Digital პროგრამის ფარგლებში, ასევე ტექნიკური დახმარება Digital Transformation Support-ისა და Cybersecurity Resilience პროგრამების მეშვეობით. გარდა ამისა, EBRD-მა 3,200-ზე მეტი საკონსულტაციო მომსახურება გაუწია მცირე და საშუალო საწარმოებს მათი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა