EBRD-მა ყაზახეთის TBF Holding Group-ს 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) TradeAgra-სა და მის აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც TBF Holding Group-ის შემადგენლობაში შედიან, 25 მილიონ ევრომდე ოდენობის სუბორდინირებულ სესხს გამოუყოფს. TBF Holding Group ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ვაჭრობის კომპანიაა.
აღნიშნული საკრედიტო რესურსი სეზონური საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მოხმარდება და ჯგუფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტის ოპერაციების მხარდაჭერაში დაეხმარება.
დაფინანსება ხელს შეუწყობს ჯგუფის მიერ ყაზახეთში ორგანული სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ვაჭრობის მოცულობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებას, სასუქების გამოყენების შემცირებასა და უფრო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას.
პროექტს EBRD-ის Agrifood Nexus-ის პროგრამის ფარგლებში 500 000 ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტი დაუჭერს მხარს. გრანტი დაფინანსებულია გერმანიის მიერ, საერთაშორისო კლიმატის ინიციატივის (IKI) ფარგლებში.
გრანტი ხელს შეუწყობს ორგანული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ორგანულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ამასთან, ხელს შეუწყობს სასუქებისა და წყლის მოხმარების შემცირებას.
გარდა ამისა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ღონისძიებები მიმართული იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწოდების ჯაჭვების უფრო მდგრად და ინკლუზიურ სისტემებად გარდაქმნისკენ. ეს მოიცავს კომპანიის თანამშრომლებისა და მომწოდებელი ფერმერებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას, ფერმერ ქალებზე ორიენტირებულ საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებებს, ასევე შესყიდვების უფრო ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვას.
EBRD-ს ყაზახეთში 358 პროექტის ფარგლებში 11.7 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული, რომლის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის განვითარებას მოხმარდა.
სხვა სიახლეები
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარია
19.11.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8547 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5933 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5933 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5927 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8547 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8447 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 ლარი შეადგინა.