EBRD-მა სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა, საქართველოსი კი გააუმჯობესა - დეტალები
EBRD ეკონომიკური პერსპექტივების განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს.
,,2026 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ, წინასწარი შეფასებით, წლიურად 7.9%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 9.0%-დან მეორე კვარტალში 7.0%-მდე შენელდა. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა ფართო მასშტაბის იყო. ზრდის მთავარ მამოძრავებელ სექტორებს შორის იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებები, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში, საქონლის ექსპორტი, წინასწარი შეფასებით, წლიურად 20%-ით გაიზარდა და იმპორტის 2.3%-იან ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ექსპორტის 10% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.
აგვისტოში ინფლაციამ წლიურად 5.6% შეადგინა და კვლავ აღემატებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაციურ წნეხზე გავლენა ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა იქონია.
ოთხი კვარტლის მოძრავი პერიოდის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 6.0% იყო. გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებების ძლიერმა შედეგებმა, ასევე საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ.
2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვების მთლიანი მოცულობა რეკორდულ 8.1 მილიარდ აშშ დოლარამდე (7.1 მილიარდი ევრო) გაიზარდა, რაც სავალუტო რეზერვების მოცულობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.2%-ის დონეზე აყენებს.
მოსალოდნელია, რომ 2026 წელს რეალური მშპ 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. დამატებით ზრდის შესაძლებლობას ქმნის მსხვილი საინვესტიციო პროექტები უძრავი ქონების, სატრანსპორტო კავშირებისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში", - აღნიშნულია ანგარიშში.
სომხეთი - 2026 წელს პროგნოზირებულია 5.5%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
აზერბაიჯანი - 2026 წელს პროგნოზირებულია 2.0%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
საქართველო - 2026 წელს პროგნოზირებულია 6.5%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი გაუმჯობესებულია 0.5%-ით
მოლდოვა - 2026 წელს პროგნოზირებულია 2.8.%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
სხვა სიახლეები
EBRD-მა სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა, საქართველოსი კი გააუმჯობესა - დეტალები
24.09.2026.15:55