EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფაზე დღეს იმსჯელებს
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს, რომლის შესახებაც საბჭო დღეს იმსჯელებს. დაფინანსება საქართველოს უმსხვილესი მასშტაბის მზის ელექტროსადგურის განვითარებას მოხმარდება, რაც ქვეყნის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეს გაზრდის.
პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
პროექტთან დაკავშირებით, Business Insider Georgia-მ ექსკლუზიურად კითხვით EBRD-ს მიმართა, რომლის საპასუხოდაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული ვადებით პროექტთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს მიერ მისი განხილვის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 9 სექტემბერი.
,,პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის ფარგლებში საქართველოში აშენდება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კომერციული დანიშნულების მზის ელექტროსადგური (Utility-scale solar power plant). დაფინანსება მოიცავს 40.6 მგვტ სიმძლავრის ახალი (Greenfield) მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობას, ასევე უკვე მოქმედი ხუთი მზის ელექტროსადგურის (ჯამური სიმძლავრით 12.2 მგვტ) რეფინანსირებას.
პორტფელი, მთლიანობაში, წლიურად დაახლოებით 70.6 გიგავატსაათ (GWh) ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 16,333 ტონა CO₂-ის ემისიის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტი შეავსებს საქართველოს არსებულ ჰიდროენერგეტიკულ გენერაციას.
პროექტი შეესაბამება EBRD-ის ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიას და საქართველოსთვის განსაზღვრულ ქვეყნის სტრატეგიას, რომლებიც ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და სექტორში კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერებას ითვალისწინებს. EBRD-ის დამატებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან, პროექტის დაფინანსების (Project finance) პრინციპზე დაფუძნებულ ფინანსურ რესურსს, ისეთი პირობებით, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის”, - აღნიშნავს EBRD Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ.
სხვა სიახლეები
EBRD-მა ყაზახეთის TBF Holding Group-ს 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო
09.09.2026.13:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) TradeAgra-სა და მის აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც TBF Holding Group-ის შემადგენლობაში შედიან, 25 მილიონ ევრომდე ოდენობის სუბორდინირებულ სესხს გამოუყოფს. TBF Holding Group ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ვაჭრობის კომპანიაა.
აღნიშნული საკრედიტო რესურსი სეზონური საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მოხმარდება და ჯგუფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტის ოპერაციების მხარდაჭერაში დაეხმარება.
დაფინანსება ხელს შეუწყობს ჯგუფის მიერ ყაზახეთში ორგანული სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ვაჭრობის მოცულობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებას, სასუქების გამოყენების შემცირებასა და უფრო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას.
პროექტს EBRD-ის Agrifood Nexus-ის პროგრამის ფარგლებში 500 000 ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტი დაუჭერს მხარს. გრანტი დაფინანსებულია გერმანიის მიერ, საერთაშორისო კლიმატის ინიციატივის (IKI) ფარგლებში.
გრანტი ხელს შეუწყობს ორგანული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ორგანულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ამასთან, ხელს შეუწყობს სასუქებისა და წყლის მოხმარების შემცირებას.
გარდა ამისა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ღონისძიებები მიმართული იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწოდების ჯაჭვების უფრო მდგრად და ინკლუზიურ სისტემებად გარდაქმნისკენ. ეს მოიცავს კომპანიის თანამშრომლებისა და მომწოდებელი ფერმერებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას, ფერმერ ქალებზე ორიენტირებულ საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებებს, ასევე შესყიდვების უფრო ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვას.
EBRD-ს ყაზახეთში 358 პროექტის ფარგლებში 11.7 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული, რომლის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის განვითარებას მოხმარდა.