ECB-ის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს მომავლის შესახებ - დეტალები
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.
სხვა სიახლეები
Kursi.ge არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ინიციატივები, მხარდაჭერა მომხმარებლამდე, ჩვენს მოსახლეობამდე და ბიზნესამდე ჩავიდეს - გიორგი აგლაძე
22.10.2026.22:29
Kursi.ge არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ინიციატივები, მხარდაჭერა მომხმარებლამდე, ჩვენს მოსახლეობამდე და ბიზნესამდე ჩავიდეს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kursi.ge-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი აგლაძემ განაცხადა.
„მე, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც დღესაც ვახსენეთ - ეს იქნება GITA, ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა და საპარლამენტო უწყება რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებენ სტარტაპებს, განსაკუთრებით ფინტექის მიმართულებით. იქნება ეს საკანონმდებლო დონეზე, ბრძანებების დონეზე თუ ზოგად მხარდაჭერაში. მათ შორის, ისეთი ინიციატივები, როგორიც არის GITA-ს გრანტი და ინოვაციური სტარტაპი, უმნიშვნელოვანესია და Kursi.ge არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება ეს ინიციატივები მომხმარებლამდე, ჩვენს მოსახლეობამდე და ბიზნესამდე ჩავიდეს“, - აცხადებს გიორგი აგლაძე.