ekalata.gov.ge -ს პორტალს პირველივე დღეს 20 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა - ირაკლი ლექვინაძე
ekalata.gov.ge -ს პორტალს პირველივე დღეს 20 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა - ირაკლი ლექვინაძე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„ჩვენ გასულ კვირას მოვახდინეთ საინფორმაციო პორტალის ekalata.gov.ge-ის პრეზენტაცია. ეს არის საინფორმაციო პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმ საუკეთესო შემოთავაზებებს, რომელიც საქართველოში მოქმედ სუპერმარკეტის ქსელებს გააჩნიათ თავიანთ ფიზიკურ სივრცეებში.
თქვენ იცით რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სურსათის ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა იქნა მომზადებული, რომელმაც განსაზღვრა და შეაფასა FMCG სექტორი, განსაზღვრა მოკლევადიანი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მოქმედებები იმისთვის, რომ ზოგადად ფასწარმოქმნის ჯაჭვი იყოს უფრო ეფექტური და ღონისძიებები რომლებმაც მხარი უნდა დაუჭიროს კონკურენციას.
ამ მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო რომ მაღაზიებმა და ქსელებმა დაიწყეს საკუთარ სივრცეებში ძირითად საბაზის, სასურსათო პროდუქტებზე მოქალაქეებისთვის შეთავაზება საუკეთესო შემოთავაზებების - ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება ან შეიძლება იყოს საუკეთესო ფასი, რომელიც მათ გააჩნიათ ქსელში. ხაზი მინდა გავუსვა შემოთავაზება გულისხმობს ფასდაკლებასაც და გულისხმობს ასევე ქსელში არსებულ საუკეთესო ფასსაც.
შემდგომ დღის წესრიგში დადგა და სააგენტოს დაევალა რომ ქსელებში არსებული შეთავაზებები მოხვედრილიყო ერთ საინფორმაციო ელექტრონულ სივრცეში, სადაც მოქალაქეებს, მომხმარებლებს მათ შორის ჩვენც შესაძლებლობა გვექნება რომ 13 საბაზისო პროდუქციაზე, რომელსაც მოხმარებაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ეს არის რძე, შაქარი, მაკარონი, კვერცხი, ქათმის ხორცი და ა.შ და ასევე გვაქვს კატეგორია სხვა სასურსათო პროდუქტიც შეგვედარებინა ფასები.
მაგალითად თითოეული კატეგორიის მიხედვით რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი და ასევე პორტალს აქვს შესაძლებლობა რომ თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც კომბინაცია გავაკეთოთ რამდენიმე პროდუქტის და ვნახოთ საუკეთესო შემოთავაზება მაგალითად 5 პროდუქტზე, 7 პროდუქტზე თუ 12 პროდუქტზე რომელ ქსელში არის საუკეთესო ჯამური შემოთავაზება, გარდა თითოეული ცალკე კატეგორიისა, ასევე ჯამურადაც საუკეთესო კომბინაცია სად შეიძლება მივიღოთ.
ძალიან საინტერესო იყო ის რომ პირველივე დღეს დაახლოებით 20 000 უნიკალურ ვიზიტორს გადააჭარბა საიტზე შემსული ადამიანების რაოდენობამ და ეს ბუნებრივია ინტერესი პირველადი ძალიან მაღალი იყო.
ჩვენ ამ პორტალზე ინფორმაციას ვიღებთ უშუალოდ ქსელებისგან. ამ ეტაპზე არის დაახლოებით 12 ქსელი და კიდევ რამდენიმეს დამატებაზე მიმდინარეობს საუბარი. ანუ მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ ეს 12 ქსელი და ზოგადად ორგანიზებული ბაზარი მთლიანობაში ჩვენ ბუნებრივია იცით რომ FMCG ბაზრის მონიტორინსგაც ვაკეთებთ არის მთლიანი FMCG ბაზრის დაახლოებით 65% მასშტაბი, ანუ მოცვა საკმაოდ დიდი აქვთ ამ ქსელებს და ეს წილი მზარდია ყოველწლიურად და ბუნებრივია ამ პორტალის აქტუალურობა ამ დინამიკის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
რას მოგცემს ეს? მოგვცემს იმას რომ პირველ რიგში თვითონ მომხმარებლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ წინასწარ როცა არ მაქვს ინფორმაცია მაღაზიაში უნდა მივიდე და იქ ვნახო ადგილზე. თუ წინასწარ მექნება ინფორმაცია და გავაკეთებ ინფორმირებულ არჩევანს, ჩემი დროც და ფინანსებიც უფრო მეტად დაიზოგება. ეს ძალიან მარტივია.
დღეს პორტალი მობილურ მოწყობილობაშიც და ელექტრონულ სივრცეშიც ძალიან მარტივად შემიძლია შევქმნ ის კალათა რაც მე მჭირდება და წინასწარ ინფორმირებული არჩევანი მაძლევს მეტი ფინანსების დაზოგვის საშუალებას.
ძალიან კარგ ჯგუფთან გვქონდა თანამშრომლობა და გარდა იმისა, რომ თვითონ პორტალს ფორმა აქვს კარგი, უსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს ამ პორტალს იმიტომ რომ ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ინფორმაციას, რომელიც ქსელებიდან მოდის და მისი დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის უკან დიდი პროცესი დგას რაც ვიზუალში ჩანს.
ინფორმირებული არჩევანი ასევე ნიშნავს იმას რომ ეს არის ზეგავლენა კონკურენციაზე იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ქსელები შეეცდებიან ყოველთვის იყონ ლიდერები და და საუკეთესო შემოთავაზებები ჰქონდეთ პროდუქციაზე და ეს იგრძნობა უკვე.
როდესაც წინასწარ ინფორმირებულია მოქალაქე მის ხელშია უფრო მეტი ძალაუფლება, რასაც ჩვენ ყოველთვის ესე ვუყურებთ ის კატეგორია, რომელიც გავლენის მომხდენია მიმწოდებელზე და ხელს უწყობს კონკურენციას. ამიტომ ეს ამ კუთხით მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მითუმეტეს ეს არის პორტალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებშია შექმნილი და მის ოპერირებაზე პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს უწყებას და ეს იქნება ნაწილი იმ მონიტორინგისა, რომელსაც ჩვენ 2000 წლიდან ვახორციელებთ და ყოველწლიურად ანგარიშებს ვაქვეყნებთ და სექტორის ტენდენციებზე და ასევე კონკურენციის ხარისხის შეფასებაზე გვაქვს ყოველთვის ანგარიშები, მაგრამ ეს პორტალი ასევე მოგვეხმარება რომ დამატებითი ინსტრუმენტი იყოს ამ მონიტორინგის და ეს მონიტორინგის ნაწილია შეიძლება ვთქვათ.
პროცესს რომ შევხედოთ ეს არის პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. ქსელების მხრიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მათ ქსელებში არსებული საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ და ის დინამიურად ახლდება პორტალზე. რომ ნახოთ ყოველდღიურად პორტალი იქ არის მაგალითად გუშინ იყო 255 შემოთავაზება, მერე იყო 230 სულ დინამიურია. პირობითად აქციის ფასი იყო და დასრულდა და დამთავრდა მაგრამ ახალი დაიწყო, მერე საუკეთესო ფასი შეიცვალა და საკმაოდ დინამიური და ისეთი პროცესია, რომელიც მოქალაქეებისთვის ვფიქრობ ძალიან კარგი და საინტერესოა", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
აგვისტოში ენგურ–ვარდნილის გამომუშავების 39.8%-იანი კლება სხვა რეგულირებული (+82.0% წ/წ) და დერეგულირებული ჰესების (+39.5% წ/წ) ზრდამ დააკომპენსირა | Galt & Taggart
02.10.2026.13:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.