მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკატერინე გალდავა, ეროვნული ბანკის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა. 

ეკატერინე გალდავამ, სებ-ის საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა თურქეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა იყო.

ყურადღება დაეთმო თურქეთის გამოცდილებას მყისიერი გადახდების სისტემისა და QR კოდების სტანდარტის დანერგვის კუთხით. მხარეები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ამარტივებს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის დაკავშირებას.

როგორც ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას საგადახდო სფეროში - როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებით, ისე ურთიერთთავსებადი სტანდარტების, მათ შორის QR კოდის სტანდარტის შემოღებით.

"ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს გადახდის ახალი მეთოდების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მიეცეთ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის ინოვაციური ალტერნატივა. QR კოდით მყისიერი გადახდები თანამედროვე და კომფორტული გადახდის საშუალებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ამ სისტემის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად და სწრაფად განახორციელონ გადახდები მობილური ტელეფონების გამოყენებით", - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა