მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაში - „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საუბარი ასევე შეეხო როგორც ტრადიციულ საგადახდო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების, ისე სტაბილკოინების გამოყენების პოტენციალს საერთაშორისო გადახდებში, ასევე მათთან დაკავშირებულ მარეგულირებელ გამოწვევებს.

ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ხედვა და გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის, საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობისა და შესაბამისი რისკების მართვის მიმართულებით.

„ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთთავსებადობა, საერთო სტანდარტების არსებობა და მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ისე ახალი სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე. ამასთან, ჩვენ ღია ვართ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, ვსწავლობთ მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ვცდილობთ, ისეთი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების ეფექტიან მართვას“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავასთან ერთად მონაწილეობდნენ SWIFT-ის, UnionPay International-ისა და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის (NPCI) წარმომადგენლები. დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა უძღვებოდა.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით გაიმართა და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

29.10.2026.12:42

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ერთობლივ საერთაშორისო Fintech ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა. „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ დემო დღეზე ფინალისტმა გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“ გუნდმა Goni-იმ გაიმარჯვა. გუნდის წევრებმა მოიპოვეს GITA-ს 20 000-ლარიანი პრიზი შექმნილი პროტოტიპის შემდგომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, Goni გაემგზავრება დუბაიში და დაესწრება გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას GITEX Global 2026.

გუნდი Faeda AI საუკეთესოდ დასახელდა მიმართულებაში „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“. გუნდის წევრებმა, მოიპოვეს საგზური აზიის წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე Singapore FinTech Festival 2026-ზე დასასწრებად, სადაც საკუთარ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.

ფინტექ ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა. მონაწილეები მუშაობდნენ ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის API-ების დიაგნოსტიკისა და ბენჩმარკინგის, საკრედიტო რისკების შეფასების, თაღლითობის გამოვლენისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ინოვაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი იდეების გამოცდასა და რეალური პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებას უწყობს ხელს.

„ინოვაცია აზრს იძენს მაშინ, როდესაც ის სცდება იდეის ფარგლებს და იწყებს რეალური პრობლემის გადაჭრას. ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი ფინანსური მომსახურების ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ღია ბანკინგი, მომხმარებლის თანხმობით ფინანსურ მონაცემებზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობით, ქმნის საფუძველს კონკურენციის გაძლიერებისთვის, ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისთვის. ხელოვნური ინტელექტი კი ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაციის უფრო ეფექტიანად დამუშავებაში, რისკების შეფასებასა და თაღლითობის გამოვლენაში ეხმარება. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესი პასუხისმგებლიან მიდგომას, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ სექტორში ინოვაციების განვითარების პროცესში მარეგულირებლის როლზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების დამკვირვებელი არ იყოს და თავადაც ავითარებდეს შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონი, მიზნად ისახავდა ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების გაძლიერებასა და ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა