ეკატერინე მიქაბაძე - იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა
იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულწყაროებზე კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტიგააუმჯობესებს ლარით გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, გაზრდის მონეტარულიპოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და რისკების მართვის ინსტრუმენტი იქნება", - ამის შესახებეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზეინტეგრაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანაა და იპოთეკით დაცული ობლიგაციები ამსაქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ახალ ჩარჩოს აქვს ძლიერი გარანტიები, შეესაბამებაევროპის ბევრ ქვეყანაში არსებულ წესებს, რაც Moody's-ის შესაბამის ანგარიშშიც დადასტურდა.აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონი დიდწილად ევროკავშირის დაცული ობლიგაციებისდირექტივას ეყრდნობა.
„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა იპოთეკით დაცულიობლიგაციების მიმართულება, რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის", -აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანი საქართველოშიიპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამმიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.
ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტოსარეიტინგო ორგანიზაცია Moody's-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციასასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვადაინტერესებული პირები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826