ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძე
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6%-ი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია.
„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ფაქტობრივად, ყველა სექტორი მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის შედეგების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორები.
ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის 20%-ზე უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მაჩვენებლებით 62%-ზე მეტადაა გაზრდილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული შედეგები იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
„აქ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე არის მიმართული, ასევე ის რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
07.09.2026.19:56
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.