მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა - Moody's

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლები ამცირებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს, რაც პერსპექტივის გაუმჯობესების საფუძველია. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას.

,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კვლავ ძლიერი იქნება, რასაც ხელს უწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა“, - წერს Moody's.

Moody's აღნიშნავს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთი რეკომენდაცია უკვე შეასრულა.

,,მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა. მათ შორისაა: ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი საბჭოს წევრების უმრავლესობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ასევე მუშაობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც გადაწყვეტილებების კოლეგიური მიღების მოდელის დანერგვას და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად”, - ნათქვამია Moody's Ratings-ის ანგარიშში.

Moody's-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და სახელმწიფო ვალის შემცირება ქვეყნის საკრედიტო მდგრადობას კიდევ უფრო აძლიერებს. სააგენტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა