მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ეკონომიკის განვითარების კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ - ირაკლი გაბრიაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე ქართველ ექსპორტიორებს შეხვდა და მათ საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე იმ ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ექსპორტიორები პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.

პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის სტიმულირება ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების გზით, 2 ძირითად კომპონენტს მოიცავს - საერთაშორისო გადაზიდვები (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) და სამიზნე საექსპორტო ქვეყანაში პროდუქციის დასაწყობება.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

„ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა შეძლონ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საექსპორტო შესაძლებლობები და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ" - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკის განვითარების კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ - ირაკლი გაბრიაძე

20.11.2026.18:29

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე ქართველ ექსპორტიორებს შეხვდა და მათ საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე იმ ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ექსპორტიორები პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.

პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის სტიმულირება ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების გზით, 2 ძირითად კომპონენტს მოიცავს - საერთაშორისო გადაზიდვები (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) და სამიზნე საექსპორტო ქვეყანაში პროდუქციის დასაწყობება.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

„ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი პროგრამა კომპანიებს ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა შეძლონ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საექსპორტო შესაძლებლობები და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, კორპორაცია აქტიურად მუშაობს ექსპორტის განვითარების ახალ ინიციატივებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ" - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა