ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უფრო საინტერესო, რთულ, მიზნობრივ და ეფექტურ ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება. მისი თქმით, ეს კორპორაცია უფრო მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს.
მინისტრის მოადგილის თქმით, კორპორაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი იქნება, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში კორპორაციამ უნდა შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
„საქართველოს მთავრობის გაცხადებული ამოცანაა კერძო სექტორი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული ინსტრუმენტებითა და პროგრამებით, რასაც წარმატებით ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სერიოზული პროგნოზები. კონსოლიდაცია იმ რესურსების რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე განვითარების კორპორაციის შექმნა არის ძალიან ბუნებრივი განვითარება ამ ინსტიტუტის და ეს განვითარება გავლილი აქვს ყველა ანალოგიურ ინსტიტუტს დასავლურ ქვეყნებში. ეს პროცესი არის ძალიან ბუნებრივი, როდესაც სააგენტო თავისი გაფართოებული მანდატით ხდება უკვე განვითარების კორპორაცია და უფრო რთულ, მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს იმ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ხელშესაწყობად, რაც მიზნად გვაქვს დასახული. როგორც იცით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, აქ საუბარია კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ვავითარებთ მთელ რიგ მიმართულებებს, როგორიცაა საინვესტიციო წილობრივი მონაწილეობის ფონდების მხარდაჭერა; კორპორაციული ბონდების გამოშვება; სულ ახლახან დამტკიცდა ფაქტორინგის შესახებ კანონი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც ახალი კორპორაცია ამ სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს; გვექნება ახალი მიმართულებები სინდიცირებული და კონვერტირებადი სესხების მიმართულებებით და სახელმწიფოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, რომელსაც უკვე აქვს ადგილი - მაგალითად გვაქვს ძალიან წარმატებული საინვესტიციო პროექტი „იგლ ჰილსის“ სახით, სადაც სახელმწიფო, როგორც პარტნიორი მონაწილეობს და ძალიან დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მათ შორის მსხვილ პროექტებში. ამიტომ, კორპორაციას ექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ყველა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც დღემდე „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, უწყვეტად გაგრძელდება და შესაბამისად საბიუჯეტო რესურსი უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში მოვემზადებით, რომ კორპორაციამ შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
იანვარ-აპრილში საქართველოში $98 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა
12.06.2026.19:00
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 98 მლნ-მდე დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 13%-ით მეტი ღირებულების სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი დაფიქსირდა. იანვარ-აპრილში საქართველომ 97 959.6 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 86 700.4 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 301.5 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ოთხ თვეში კი 226.6 ტონის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს: