მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ან მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სახით თვისობრივად ახალი ინსტიტუტი იქმნება, რომლის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე და იმ ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც დასახულია კონკრეტული მიმართულებებით - იქნება ეს კაპიტალის ბაზრის განვითარება, ენერგეტიკა თუ ეკონომიკური პოლიტიკის სხვა პრიორიტეტული საკითხები, დღის წესრიგში დადგა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოება და ინსტიტუციური გარდაქმნა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე იქმნება, ასევე მასში მოხდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი სწრაფად წარიმართება. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი ინსტიტუციის შექმნის პროცესი ძალიან აქტიური კომუნიკაციის პირობებში მიმდინარეობს - მათ შორის კერძო სექტორთან მთელ რიგ ცვლილებებზე, რაც აღნიშნული მიმართულებითაა დაგეგმილი.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციაში მოხდება დღეისთვის სახელმწიფოს ხელთ არსებული, ეკონომიკის განვითარებისთვის და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის მოწოდებული და შექმნილი ყველა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტის თავმოყრა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

12.10.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9066 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5994 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5994 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9066 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა