მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი ხელს უწყობს საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას | Fitch Ratings

news image
mbc image

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. აღნიშნულის შესახებ სარეიტინგო სააგენტო გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს.

სარეიტინგო პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირების პერსპექტივასა და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.

,,2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ დონეს 2 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება. საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც საქართველოს რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია", - წერს Fitch-ი. 

სააგენტოს შეფასებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა სარეიტინგო სააგენტოს მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის.
 
,,საქართველო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა Fitch Ratings-ის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის. 2023-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც ორჯერ აღემატება „BB“ კატეგორიის რეიტინგის მქონე ქვეყნების მიმდინარე მედიანურ მაჩვენებელს (3.5%). გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის მეორე კვარტალშიც შეინარჩუნა მდგრადობა და 6.9%-ით გაიზარდა. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა შედარებით დაბალანსებულია და ძირითადად ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. 2026 წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ. ჩვენი მოლოდინით, 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის შეფასებულ პოტენციურ მაჩვენებელს 5%-ს მიუახლოვდება", - აღნიშნავს Fitch-ი. 
 
Fitch Ratings-ის შეფასებით, მიუხედავად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკებისა, მიმდინარე საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ჯერჯერობით შეზღუდულია. ირანთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა პირველ ექვს თვეში საქართველოზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ენერგორესურსების იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანია, ხოლო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება ძირითადად ჰიდროენერგიას ეფუძნება. ამასთან, Fitch Ratings-ის შეფასებით, ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი ხელს უწყობს საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
 
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა

31.10.2026.08:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა