მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს

news image
mbc image

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია გამოცხადებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა. 

თამარ იოსელიანის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაინერგა. მისივე განმარტებით, სამინისტროში სტაჟირებაზე უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები და ერთი დღეა დარჩენილი იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ინტერესი გამოხატონ.

„ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანებული არის ძალიან ბევრი მიმართულება, მათ შორის: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ინოვაციები, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა. ყველა მიმართულებით გამოცხადებულია 195 ვაკანსია. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში მოხდეს სტუდენტების მოზიდვა.

„საჯარო სექტორი არის უდიდესი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. აქ მათ აქვთ შესაძლებლობა დაინახონ, თუ როგორ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება , კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ ამ სტაჟირების გავლის შემდგომ ახალგაზრდებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორშიც დაიმკვიდრონ თავი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეული კანდიდატები სამინისტროში გაივლიან სტაჟირებას.

„შემდგომ ეტაპზე შესაძლებლობა გვექნება, იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსიები იქნება და შესაბამის კვალიფიკაციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში. 2024–2025 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევძელით დაახლოებით 28 სტაჟიორის აყვანა სამსახურში. დაახლოებით 145 ვაკანსია იყო გამოცხადებული და 145 სტაჟიორი გვყავდა სისტემაში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე, ჩვენს სტრუქტურაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებში. შესაბამისად, აქედან 28 კანდიდატი უკვე ჩვენს სისტემაში მუშაობს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვთვლით, რომ ეროვნულმა ბანკმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე l დავით რუსია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაზე

09.09.2026.17:48

ვთვლით, რომ ეროვნულმა ბანკმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა.

„ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკური გაგრძელება არის ივლისში მიღებული გადაწყვეტილების, როდესაც ეროვნულმა ბანკმა არსებულ დონეზე შეინარჩუნა განაკვეთი. ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ზრდა არ სჭირდება, თუმცა ინფლაციური რისკების გამო განაკვეთის შემცირების ციკლისთვის, ალბათ, მზად ჯერ არ არის.

ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ინფლაცია, იცით, რომ საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იმყოფება. მიზნობრივი მაჩვენებელი, იცით, რომ 3%-ია და, ამავე დროს, ჩვენს გადაწყვეტილებაზე, გარკვეულწილად, ყოველთვის ასოციაცია აპელირებს, ასევე Fed-ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 15-16 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეულწილად, უკვე 60%-იანი ალბათობით ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია 15-16-ში ვიხილოთ 0,25%-იანი ზრდა, თუმცა ეს არ არის დადასტურებული, ეს უბრალოდ მოსაზრება არის და რეალური გადაწყვეტილება ჩვენ მხოლოდ 16 სექტემბერს გვექნება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა, ალბათ, ორი არჩევანი - პირველი, რომ დაეტოვებინა განაკვეთი 8.25%-ზე, რაც კიდეც გააკეთა. ამით, რეალურად, მან შეინარჩუნა რეალური საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ბუფერები და არ დაამძიმა ზედმეტად საკრედიტო პირობები, რაც მისასალმებელია.

რომ გაეზარდა 8.50%-მდე, ეს უფრო მეტად გააძლიერებდა ანტიინფლაციურ სიგნალებს და გააფართოვებდა საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას ლარისა და დოლარის სესხებს შორის.

ამიტომაც, რადგან Fed-ის გადაწყვეტილება არ ვიცოდით ჯერ-ჯერობით, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. თუ Fed გარკვეულწილად შეცვლის და გაზრდის განაკვეთებს, ეს უკვე ოქტომბრის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად აისახება.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ის ამ დოლარის რეფინანსირების განაკვეთის გამო, უფრო ვფიქრობთ, რომ განახლებული ინფლაციური მოლოდინების გამო შეიძლება გარკვეულწილად საბჭოთა განაკვეთების გამკაცრებისკენ გადაიხაროს.

ამ ეტაპზე შენარჩუნდა ის პროგნოზი და ის მოლოდინები, რაც არსებობდა ივლისის მაჩვენებლით და, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეროვნულმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე.

აქ ორი ფაქტორი იქნება აუცილებლად განმსაზღვრელი. ეს იქნება, რა ინფლაცია იქნება საქართველოში. ინფლაცია ხომ არსებული და კიდევ იმპორტირებული ინფლაციის ნაზავს ვიღებთ, ანუ აუცილებლად შეხედავს, ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლებს.

და თუ, გარკვეულწილად, ეს ენერგო რესურსებზე ფასებმა, ხო, ახლა ბრენტის ფასი უკვე ისევ 100$-ს მიუახლოვდა, შესაბამისად, თუ ინფლაციური წნეხი ისევ გაზრდისკენ იქნება გადახრილი, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს ეს პოლიტიკა.

და ეროვნული ბანკის მმართველს წლის დასაწყისში ეს ნათლად აქვს ნათქვამი, თუმცა დაველოდოთ მაინც.

საზაფხულო პერიოდი გუშინ დამთავრდა პრაქტიკულად. მოდით, დაველოდოთ ოქტომბრის მიდამოებში მაჩვენებლებს და, შესაბამისად, უკვე ოქტომბერში, თუ გნებავთ, სხდომამდე კიდევ ერთხელ ჩავერთოთ და უფრო მეტის თქმის საშუალება გვექნება თქვენთვის“, - აცხადებს დავით რუსია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა