მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სმინისტრო ავრცელებს. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭოუ ჰაიბინთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა. 

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას - დავით სონღულაშვილი

25.04.2026.21:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოებში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.

როგორც მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ აღნიშნა, ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროცესები, ხორციელდება დარგის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით.

მინისტრის თქმით, აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც მოწვეული ექსპერტების, ასევე ადგილზე სამუშაო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით.

„ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი ან მუნიციპალიტეტი, სადაც არ გვქონია შეხვედრები ფერმერებთან და ადგილზე არ გავცნობოდით არსებულ მდგომარეობას. პირადად მე, გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას.

სრულყოფილად იყო შესწავლილი როგორც ქვეყნის შიდა ბაზარი, ასევე არსებული მდგომარეობა პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. რეგიონებიდან და სხვადასხვა ასოციაციიდან მიღებული მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილებებსა და ფორმირებაში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტომ წარმოადგინა პროგრამების ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სახით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა