ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.
საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
08.10.2026.13:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 219 010.1 ათასი დოლარის ღირებულების 184 914.9 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 59.74%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 46.32% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 279.4 ტონა 38 108.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• აშშ - 32 279.4 ტონა;
• თურქეთი - 31 320.6 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ირანი - 13 412.8 ტონა;