ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან. მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.
სხვა სიახლეები
მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა l საქსტატი
30.06.2026.11:05
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.