ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იაპონური კომპანიის The Building Center of Japan (BCJ)-ის პრეზიდენტს, კიმიჰირო ჰაშიმოტოს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იაპონური კომპანიის The Building Center of Japan (BCJ)-ის პრეზიდენტს, კიმიჰირო ჰაშიმოტოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო.
ქართულმა მხარემ იაპონელ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.
შეხვედრას ესწრებოდა იაპონიის ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა.
სხვა სიახლეები
2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
26.10.2026.15:57
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 248.5 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,370.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.