მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრს, ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრს, ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.

ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის პარტნიორობას გლობალურ და რეგიონულ სატრანსპორტო ინიციატივებში (TITR, TRACECA, CARECA). განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარებასა და ყაზახეთიდან, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის ხელშეწყობაზე. ასევე განიხილეს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების საკითხები. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და საავტომობილო გადაზიდვების მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის II კვარტლის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია $123.5 მილიონით

08.09.2026.16:15

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა. 
წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი). 

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს. 

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა